მისია
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მისიაა შექმნას ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, რათა მოზარდის მრავალენობრივი კომპეტენციის ჩამოყალიბების გაძლიერების საფუძველზე, აღზარდოს დამოუკიდებელი, პროგრესულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარისა და თანამედროვე აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ. სკოლა ხელს შეუწყობს, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, უცხოელ მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარებას, ევროპული ენების დაუფლებასა და ევროპული კულტურის შესწავლას, რაც მოამზადებს მათ არამარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
ხედვა
სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს, 50% ფლობდეს ერთ-ერთ უცხოურ ენას B2 დონეზე, კურსდამთავრებულთა 70% სწავლას აგრძელებდეს ადგილობრივ მოწინავე (პრესტიჟულ) უმაღლეს სასწავლებლებში და გვქონდეს პრეცენდენტი (1-2 შემთხვევა) საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისა. ღირებულებები
სკოლის ღირებულებებია:
1. ემპათია
2. ტოლერანტობა
3. ქველმოქმედება
4. პასუხისმგებლობა
5. ურთიერთპატივისცემა
6. ადამიანის უფლებათა დაცვა
7. კანონმორჩილება
სკოლის მისიის ძირითადი ამოცანაა:
❖ სკოლის არსებობის პერიოდში შექმნილი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს სრულყოფა-შენარჩუნება;
❖ სხვადასხვა უცხოური ენის სწავლება (ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა, თურქული ენა)
❖ დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური ლიტერატურის, ინოვაციური პედაგოგიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით პროგრამული მასალის გაფართოება, მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით;
❖ მრავალფეროვანი სოციუმისა და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსწავლეთა წარმომადგენლების პირობებში ადაპტირებული სკოლის პრინციპებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას და ჩაგვრის აღმოფხვრას კონკრეტული ნიშნით.
❖ გერმანულ სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობის გაფართოება.