სიცოცხლეს ცხოვრების განმავლობაში შევიცნობთ. მოწაფეობის ხანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც წარმართავს ოჯახი და სკოლა. სკოლა უზრუნველყოფს, მოსწავლეებში ნიჭის შესაბამისად გონებრივი, ფიზიკური და სოციალური მხარეების განვითარებასა და ჰარმონიას, ცხოვრების ასპარეზზე სხვადასხვა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და დაგეგმვას. ცხოვრებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების განვითარებას და თავისუფლების მიზანმიმართულად გამოყენებას.

სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეებში აღზრდის პრინციპების ჩამოყალიბებას; გარშემომყოფი ადამიანების, მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებას. ფიზიკური და გონებრივი ინტელექტის განვითარება-გამოყენებას ქვეყნისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.
ჩვენს სკოლაში ყველა პირობაა ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ქართულ-გერმანული სკოლა სხივი გახსნის დღიდან (2003 წ.) ძალ-ღონეს არ იშურებს ზემოთ აღნიშნულის განსახორციელებლად. ჩვენთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია ჭკვიანი, ბეჯითი, აქტიური, თავაზიანი მოსწავლეები და პროფესიონალი, მეგობრული, სულგრძელი და მომღიმარი მასწავლებლები, რომლებიც თითოეული მოსწავლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან.
გავა დრო და სკოლაში გატარებული წლები ლამაზ მოგონებად გაცოცხლდება ,,სხიველების” გონებაში.
წარმატება და ნათელი მომავალი ყოფილიყოს მათი მეგზური !

ქართულ-გერმანული სკოლა სხივის დირექტორი ეკა ჩიქობავა