„SPELILING BEE “ – მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში
მართლწერის კონკურსი „Spelling Bee“ ტარდება ინგლისური ენის სწავლების პროცესის და ინგლისურის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესების მიზნით. „Spelling Bee“ არის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ IV-VI , VII-IX , X-XII კლასის მოსწავლეები.
ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს გამოუმუშავდეთ უცხო სიტყვათა სწორად წერისა და წარმოთქმის უნარი.