შპს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი“
ქართული ენის XIII რესპუბლიკური
ოლიმპიადის დებულება
ქართული ენის XIII რესპუბლიკური ოლიმპიადა
ორგანიზატორი: შპს ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი”
მისამართი :ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.
(გუდვილის მიმდებარე ტერიტორია)
ტელეფონი: (995 032) 2596701, 2596702
ფაქსი:(995 032) 2596703
ელ–ფოსტა: sxivi.dedaena@gmail.com
ვებ–გვერდი: https://skhivi.edu.ge/
რეგისტრაციის ბმული : ფორმის შევსება
პასუხისმგებელი პირები: ეკა ჩიქობავა, მეჰმეთ საალიჰ ქოჩ , ეკა ლომთათიძე, ნადიმ აბაშიძე, ლია მამულაშვილი, ეკა ჯანაშია, ცისმარ კობერიძე, თეა აფრასიძე, ავთანდილ გუნდაძე, ბაკიხან ნაბიევი.
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დახურვის ცერემონიალი ჩატარდება 2020 წლის 10 აპრილს 14 საათზე.
- ზოგადი პრინციპები
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის, როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი , საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII კლასის) მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.
2. ნომინაციები:
- საუკეთესო კალიგრაფი
- მხატვრული კითხვის ოსტატი
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი
3. ღონისძიების მიზანი:
- აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი
- გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა
- გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი
- კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება
- ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება
- შემოქმედი მოსწავლეებისა და მასწავლებლის წახალისება
- რეგისტრაციის წესი:
ოლიმპიადაში მონაწილეებმა 17 მარტის ჩათვლით წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულად სარეგისტრაციო განაცხადის შევსების საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია
მონაწილემ უნდა მიუთითოს:
ქალაქი
სკოლა
სახელი, გვარი
სტატუსი
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
ნომინაცია
ქალაქი, სადაც სურს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება
ოლიმპიადის ცენტრები:
ქ.თბილისი
- შპს ქართულ-გერმანული სკოლა “სხივი” –
ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368.
ტელ: 259 67 01, 259 67 02
ქ.ქუთაისი
- შპს “ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი”
მის: ი. აბაშიძის გამზირი 22
577 60 55 24. 577 60 55 24
ქ.რუსთავი
- შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი,
მის: ახმეტელის ქ .10 ტელ: 0341 25 34 46/557547349
ქ. მარნეული
- შპს დ. აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
მის: აღმაშენებლის ქ. 89 ტელ: 599915343
- კონკურსის ჩატარების პირობები :
კონკურსი ტარდება ნომინაციების მიხედვით ტურებად:
- საუკეთესო კალიგრაფი – ტარდება 1 ტური
მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლის I- XII კლასების მოსწავლეები და პედაგოგები.
I საკონკურსო ჯგუფი: I კლასი
II საკონკურსო ჯგუფი: II კლასი
III საკონკურსო ჯგუფი: III – XII კლასები
IV საკონკურსო ჯგუფი: საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები
საკონკურსო დავალებები ერთი ტიპისაა:
ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
- ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა
- დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე
- ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
კონკურსი ტარდება ერთ ტურად.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით რესპუბლიკის მასშტაბით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
2.მხატვრული კითხვის ოსტატი – ტარდება 2 ტური
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი (I-VI კლ) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
II საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი (I-VI კლ) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
III საკონკურსო ჯგუფი: საბაზო და საშუალო (VII- XII კლ) საფეხურის მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
- ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)
- ტექსტის ცოდნა, გამართული მეტყველება
- ხმის ტემბრი, ტონი, დიქცია
- არტისტიზმი-ემოცია
- მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
თითოეულ (სამივე) საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი -ტარდება 2 ტური
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი (I-VI კლ) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
II საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი (I-VI კლ) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
III საკონკურსო ჯგუფი: საბაზო და საშუალო (VII- XII კლ) საფეხურის მოსწავლეები.
კონკურსის მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ, -პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი)
- შემსრულებლის ოსტატობის დონე
- ვერბალური უნარების გამოვლენა
- ვოკალური უნარების გამოვლენა
- სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია
- მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება
დამატებითი კრიტერიუმები:
- მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)
- ცეკვა ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
თითოეულ (სამივე) საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი
კონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი:
I ტური
ჩატარდება ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და მარნეულში
20 მარტი – მონაწილეობენ VII-XII კლასის მოსწავლეები
- ნომერი მუსიკალური ნომერი 14: 00 სთ
- ოსტატი კითხვის ოსტატი 14: 00 სთ
21 მარტი – მონაწილეობენ პედაგოგები და I- XII კლასის მოსწავლეები
- კალიგრაფი კალიგრაფი 10: 00 სთ
21 მარტი – მონაწილეობენ I- VI კლასის მოსწავლეები
- ნომერი მუსიკალური ნომერი 11: 00 სთ
- ოსტატი კითხვის ოსტატი 11: 00 სთ
I ტურის შემდეგ ოლიმპიადის ცენტრები ნომინაციაში ” საუკეთესო მუსიკალური ნომერი” და “მხატვრული კითხვის ოსტატი” გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.
I ტურის შედეგები გამოქვეყნდება სკოლის ვებ-გვერდზე 25 მარტს.
II ტური ჩატარდება ქ.თბილისში
ჩატარების გრაფიკი:
28 მარტი – მონაწილეობენ I-VI და VI I- XII კლასის მოსწავლეები
- ნომერი მუსიკალური ნომერი 11: 00 სთ
- ოსტატი კითხვის ოსტატი 11: 00 სთ
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 10 აპრილს, 14 საათზე.
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
- კონკურსის ჟიურის უფლებები და მოვალეობები:
- წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების ორგანიზაცია.
- კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრთა მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა და დასაჯილდოებლად წარდგენა.
- კონკურსის ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით იქმნება კოლეგიალური ორგანოები.
- ჟიურისა და ნომინაციების შესაბამის ჯგუფებში მოწვეულნი არიან საზოგადოების კომპეტენტური და ავტორიტეტული წარმომადგენლები.
- ოლიმპიადის პირველი ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი.
ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:
ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
- ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია
- იქონიოს კალამი
- შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი
ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
- მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა, რომელიც ხელს შეუშლის ოლიმპიადის მიმდინარეობას.
- გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა.
ოლიმპიადის პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა:
ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
- ქართულ-გერმანული სკოლა ,, სხივის ” თანამშრომლები
- პირები, რომელთაც აქვთ სკოლის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი
- მეთვალყურე
- პასუხისმგებელი პირი
- ექიმი
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი
პროცედურული დარღვევების გასაჩივრება:
- ოლიმპიადის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ
ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოება:
- ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები
7. კონკურსის ჩატარების ორგანიზატორი, მხარდამჭერები და პარტნიორები
ორგანიზატორი:
შპს ქართულ-გერმანული სკოლა “ სხივი ”
მხარდამჭერები:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
შავი ზღვის საე რთაშორისო უნივერსიტეტი
წიგნის მაღაზიათა ქსელი ლიბრა
პარტნიორები:
ქ. ქუთაისი, შპს ნ იკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა – ლიცეუმი
ქ.რუსთავი, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმი
ქ. მარნეული, შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი