ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ კარიტასის წარმომადგენლობა ესტუმრა
30 სექტემბერს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ საქართველოს კარიტასის წარმომადგენლობა: სოციალური ზრუნვის პროგრამის მენეჯერი ინგა ჩხეიძე, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ლაცაბიძე და საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანიის ქალაქ შტუტგარდის საქველმოქმედო ორგანიზაცია „აკეთე სიკეთეს“ აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ანტონ ვაასი ესტუმრა.
როგორც ყველასთვის ცნობილია ჩვენს სკოლაში განთავსებულია „სიკეთის ყუთი“, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება აქვთ განათავსონ ტანსაცმელი გაჭირვებულთათვის (სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები; შეჭირვებული მოხუცები; მარტოხელა დედები და მათი შვილები).
აღმოჩნდა რომ სიკეთის კეთებაშიც მოწინავენი ვართ. ჩვენს „სიკეთის ყუთში“ დიდი რაოდენობის ტანსაცმელი შეგროვდა რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა საქართველოს კარიტასის ხელმძღვანელებისთვის და მათ სპეციალური სტუმრები გამოგზავნეს მადლობის სათქმელად.
მადლობა თითოეულ თქვენგანს სიკეთისათვის!!!!