სკოლის ორგანიზებით ჩასატარებელი მასშტაბური ღონისძიებები
ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი’’ საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად ახორციელებს თავის საქმიანობას.
სკოლოს მისიიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, სკოლა არის ბევრი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსების ინიციატორი და ორგანიზატორი.
ჯერ კიდევ 2008 წლიდან სათავეს იღებს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ მიერ ორგანიზებული ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა. მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში (საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი), ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემოდათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.
2008 წლიდან საქართველოში ტარდება ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა (IYIPO) ოლიმპიადა, რომლის ინტელექტუალური საკუთრების მფლობელია ქართულ -გერმანული სკოლა ,,სხივი’’. ოლიმპიადა სცდებოდა ეროვნულ მასშტაბებს და სხვადასხვა ქვეყნის ათობით მოსწავლეს აძლევდა ინოვაციური პროექტების წარდგენის შესაძლებლობას.ოლიმპიადის მიზანი იყო ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა ექსპერიმენტული პროექტების დემონსტრირება და მათი დანერგვა ქვეყნის განვითარების პროცესში.
ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ ინიციატივით 2018 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ საგანმანათლებლო პროექტს STEM (მეცნიერება, ინჟინერია, მათემატიკა, ტექნოლოგიები) ფესტივალს, რომელშიც რესპუბლიკის მასშტაბით მონაწილეობა შეეძლოთ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ ნიჭიერ მოსწავლეებს. ფესტივალზე მობრძანებული სტუმრები ათვალიერებდნენ არა მხოლოდ საგამოფენო სივრცეს, არამედ თავადაც შეეძლოთ ინოვაციურ ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიღება.
აღსანიშნავია ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივისა’’ და პარტნიორი სკოლების ორგანიზებით ინიცირებული მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში Spelling Bee’’, რომლის მიზანიც ინგლისური ენის სწავლების პროცესისა და შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება გახლდათ.
ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი’’ მაქსიმალურად ხელს უწყობს მოზარდთა პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენას, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას და მომავალშიც მოსწავლეებს ბევრ საინტერესო პროექტს ჰპირდება.