- დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და შესაბამისად, ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
- სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება არის მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ან ფაკულტატური სახით.
4. დამატებით სავალდებულო საგანზე დასწრება აუცილებელია კონკრეტული სკოლის/კლასის ყველა მოსწავლისათვის;
5. დამატებით ფაკულტატურ მომსახურებას (წრეს) მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ/ესწრებიან.
6. სკოლა მშობლებთან შეთანხმებით სთავაზობს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში დამატებით ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ამ მომსახურებას არა აქვს საგაკვეთილო სახე;
ბ) აღნიშნული მომსახურება არ ხდება შესაბამისი მოსწავლისათვის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს.
- სკოლის გადაწყვეტილებით, ფაკულტატური მომსახურებით შეიძლება ისარგებლოს სხვა სკოლის მოსწავლემაც.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შესათავაზებლად სკოლა განსაზღვრავს:
ა) დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალს;
ბ) დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახეს (ფაკულტატური/ სავალდებულო);
გ) თითოეული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის ამ მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებულ სასწავლო გეგმას (თუ ასეთი გეგმა არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში).
9. დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა მოიცავს:
ა) საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებულია, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი);
ბ) შეფასების ფორმას (ქულა, ჩათვლა) და პრინციპებს;
გ) საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.
10. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებისთვის საათების კონკრეტული ოდენობა განსაზღვრულია სკოლის საათობრივ ბადეში.
სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო ან სპორტული მომსახურების შესახებ აუცილებელად ეცნობება მშობელს სასწავლო წლის დაწყებამდე.
2023/2024 სასწავლო წელს სკოლა დამატებითი სავალდებული საგნის სახით XI-XII კლასებში სთავაზობს გერმანული ენის სწავლებას
სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ფაკულტატური მეცადინეობები, რომლის საათობრივი ბადე მოცემულია დანართი 2-ში, ძირითად საათობრივ ბადესთან ერთად. გარდა ბადეში მოცემული ფაკულტატური მეცადინეობისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს „დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება გამცდენებისთვის ან/და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სურვილის მქონე მოსწალეებისთვის“, რომლის გრაფიკი არაა ნორმირებული და ყოველ ახალ შემთხვევაზე ინდივიდუალურად თანხმდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის (მშობლის ჩართულობით)
ქვემოთ მოცემულია თითოეული დამატებითი მომსახურების აღწერა
ჭადრაკის წრე
წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში მაღალ დონეზე მოხდეს ფიქრის კონცენტრირების ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების გაუმჯობესება, რომელიც პოზიციების სიღრმისეულ წვდომით ყალიბდება. რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაგვჭირდება. ჭადრაკი გამოგვიმუშავებს უნარს, საკმაო ფიქრის შემდეგ ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი, სიძნელეებისაგან თავის დაღწევის გზები და გავაგრძელოთ ბოლომდე ბრძოლა, იმ იმედით, რომ მოვიგოთ.
სკოლაში ყოველწლიურად ტარდება შიდა სასკოლო ტურნირები და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტურნირებზე.
მომსახურეობა ნებაყოფლობითია, ფასიანი, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის.
ხელოვნება
სკოლაში ფუნქციონირებს ხელოვნების წრე.
პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლა აღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.
ხელოვნების სწავლებისას თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარის განვითარებას ხელს უწყობს:
ა) საკუთარი შესაძლებლობებისა და მიღწევების სწორი შეფასება; ბ) საკუთარი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა; გ) უწყვეტი (მთელი სიცოცხლის მანძილზე) სწავლის ჩვევის გამომუშავება; დ) საქმიანობის სწორად და ეფექტურად დაგეგმვის უნარი; ე) განათლებისა და პროფესიული ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების გამოყენება.
ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნების ნაწარმოების გაგებას და შეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, ეჩვევიან საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო განმარტებას და სხვისი აზრის გულისყურით მოსმენას, ეუფლებიან კოლექტიური მუშაობის და მსჯელობის მეთოდებს.
მოსწავლეები ხატავენ სხვადასხვა მასალით და ეცნობიან სხვადასხვა ტექნიკას.
წრე – შემოქმედებითი სახელოსნო : ეს ის ადგილია სადაც ხატვის შესწავლის მსურველი ბავშვები არიან გაერთიანებულები. ყოველი თემის დასრულების შემდე, ეწყობა სასკოლო გამოფენები, ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში.
მომსახურეობა ნებაყოფლობითია, ფასიანი, I-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
უცხოური ენის წრე
სკოლა დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით მოსწავლეებს სთავაზობს უცხოური ენების სწავლებას ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ ენებში.
სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია, ძირითადი ყურადღება ექცევა შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
მოსწავლეები წრის ფარგლებში შეძლებენ მიიღონ დამატებითი ცოდნა კონკრეტულ ენაში, გაიუმჯობესონ წერითი, საკომუნიკაციო და ვერბალური უნარები.
მომსახურეობა ნებაყოფლობითია, ფასიანი, I-XII კლასის მოსწავლეებისთვის
მათემატიკის წრე
• მათემატიკის წრე ბავშვებს დაეხმარებათ ისწავლონ მათემატიკური აზროვნების წესი, რომელიც მათ მიცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ კარგი ბაზა ტექნიკურ საგნებში როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, პროგრამირება;
• წრეზე მოსწავლეები პროგრამულ დავალებებთან ერთად გააკეთებენ სკოლის პროგრამისგან განსხვავებულ არასტანდარტულ პრობლემებს, რომელიც ცალსახად ხელს შეუწყობს მათი ლოგიკის და კრეატიულობის განვითარებას;
• სწავლება მოიცავს ჯგუფურ შეჯიბრებათობაზე დაფუძნებულ აქტოვობებს, რაც მათთვის ძალიან სახალისოა და ხელს შეუწყობს ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას;
• მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მუდმივად გავიდნენ სხვადასხვა ოლიმპიადებზე, მიიღონ გამოცდილება, გამარჯვება კი აამაღლებს მათ მოტივაციას.
ქართული ენის წრე
ქართული ენის წრის მიზანია სალიტერატურო და ძირითადი სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ასაკის შესაფერისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი მასალის: ლექსი, მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ხალხური შემოქმედების ნიმუშების სწავლება ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით, რომელთა მიზანია კითხვის სტრატეგიების დაუფლება, ენობრივ მასალაზე მუშაობა სწორი და მხატვრულად მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა რომელიც უნდა ფლობდეს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
აცნობიერებდეს სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებულ პრობლემებს.
შეეძლოს ისტ პროდუქტის შესაქმნელი , კომუნიკაციის ტექნოლოგიური და კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
აბიტური ( წრე)
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას. XII კლასელთა სხვადასხვა საგნის წრეზე მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს ინტენსიური მზადება ეროვნული გამოცდების შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური ენა, რუსული ენა და მათემატიკა. აღნიშნული წრის ფუნქციონირება ემსახურება მოსწავლეებში 12 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის გაღრმავებას, განვლილი მასალის გამეორებას, საგამოცდო თემების დამუშავებას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ წარმატებას და ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარებათ.
გახანგრძლივებული ჯგუფი
დღის მეორე ნახევარში სკოლში შეიქმნება გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები, სადაც ძირითადი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით მოამზადებენ დავალებებს. გახანგრძლივებული ჯგუფები განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის (I-VI კლასები).
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება გამცდენებისთვის ან/და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სურვილის მქონე მოსწალეებისთვის
მომსახურება წარმოადგენს დამატებით გაკვეთილ(ებ)ს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც გააცდინეს სკოლა და სკოლაში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართვისთვის ესაჭიროებათ გაცდენის გამო გამოტოვებული სასწავლო აქტივობების გააზრება. ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სსსმ მოსწავლეებს, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, დროებით სიძნელეები შეექმნათ სწავლაში და საჭიროებენ მათ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგებულ ინტერვენციებს.
აღნიშნული მომსახურების მიზანია, საგანმანათლებლო პროცესს ჩამორჩენილ მოსწავლეებს დაეხმაროს მის კლასში განხორციელებული სასწავლო აქტივობების გააზრებასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებაში. მომსახურება ხელს შეუწყობს სასკოლო სასწავლო გეგმის და შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებას.
მომსახურებას სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს არასავალდებული სახით. მომსახურება ჩატარდება შესაბამისი საგნის მასწავლებლის მიერ დამატებითი გაკვეთილის საჭიროების დადგენის საფუძველზე. იმისათვის, რომ მოსწავლემ ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით, მასწავლებელი დამატებითი გაკვეთილის საჭიროების შესახებ უსაბუთებს დირექტორის მოადგილეს და მისი თანხმობით კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს მოსწავლის მშობელს, რომელთანაც (მისი სურვილის შემთხვევაში) ათანხმებს დამატებითი გაკვეთილის თარიღსა და დროს ისე, რომ მასწავლებელმა მოასწროს და დაგეგმოს დამატებითი გაკვეთილ(ებ)ის სასწავლო მიზნები და აქტივობები, იმის მიხედვით, თუ რა გააცდინა მოსწავლემ. ამ მომსახურების დროს მოსწავლე ფასდება ზეპირი განმავითარებელი კომენტარით.
მომსახურების სასწავლო პროგრამა არის შესაბამისი საგნის სასწავლო პროგრამის ნაწილი, იმის მიხედვით რა გაააცდინა მოსწავლემ, ასევე, საგანმანათლებლო რესურსები არის საგნის საგანმანათლებლო რესურსის ნაწილი.
მომსახურება უნდა განხორციელდეს მოსწავლის სკოლაში გამოცხადების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც უკვე გაირკვევა, თუ რა სასწავლო მონაკვეთი გამოტოვა ან/და გაუჭირდა მოსწავლეს. მომსახურების ფარგლებში განსახორციელებელი დამატებითი გაკვეთილი შესაძლოა განხორციელდეს დასწრებული ან დისტანციური ფორმით, შეხვედრის ფორმას ირჩევს მასწავლებელი და აცნობებს მოსწავლეს. რაც შეეხება შეხვედრის თარიღსა და დროს, მასწავლებელი გაკვეთილს ნიშნავს მოსწავლესთან (მშობელთან) შეთანხმებით.
აღნიშნული მომსახურეობით, შესაბამისი საგნის მასწავლებლის რეკომენდაციით, ასევე შესაძლოა ისარგებლოს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების სურვილის მქონე მოსწავლეებმა.