სასწავლო წელი ითვალისწინებს ორ (2) სემესტრს.
სასწავლო წელს 2 სემესტრად ჰყოფს ზამთრის არდადეგები
- სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს
- I-XI კლასისთვის სულ 35 სასწავლო კვირა. I-XI კლასისთვის სწავლა სრულდება 15 ივნისს.
- XII კლასისთვის სულ 32 სასწავლო კვირა. XII კლასისთვის სწავლა სრულდება 19 მაისს.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დაიშვება კვირაში ექვსდღიანი სწავლება. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დაიშვება თუ:
- ა) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
- ბ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.