მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები და ამოცანები

1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება იძლევა ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
2. მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება ეფუძვნება სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს.
3. მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად
გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში
4. ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი ენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ.
მოსწავლემ წინასწარ იცის , რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება კლასში
1. სკოლაში შეფასება არის : განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.
3. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების აღწერილობა

განმავითარებელიგანმსაზღვრელი
მიზნები

 

სწავლისხარისხისგაუმჯობესება;

მოსწავლის წინსვლისა და განვითარებისხელშეწყობა.

მოსწავლის აკადემიური მიღწევისდონისდადგენასაგნობრივისასწავლოგეგმის შედეგებთანმიმართებაში.
ამოცანებიცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;

წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;

მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარის შეფასება;

მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების პროცესის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;

ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;

ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

წარმატების კრიტერიუმიგანხორციელებული წინსვლა წინარე შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.მიღწევის დონე საგნობრივი სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შედარებით
შემფასებელი და შეფასების ფორმებიმასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ..

მოსწავლეები: თვითშეფასებით; ურთიერთშეფასებით.

მასწავლებელი: ქულა (შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით).

 აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

ქულებიშეფასებისდონეები
10მაღალი
9
8საშუალოზე მაღალი
7
6საშუალო
5
4საშუალოზე დაბალი
3
2დაბალი
1

შეფასება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე
1. სკოლაში I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლები წერენ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასებას, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელი, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს წერს შემაჯამებელი წერილობითი შეფასებას.
2. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა – 10.
3. V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, ჭადრაკში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
4. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.

მოსწავლის შეფასების კომპონენტები
სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) მიმდინარე საშინაო დავალება;
ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. მასწავლებელს შეუძლია სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასება გამოიყენოს ნებისმიერ კომპონენტში.
3. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:

ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს.
5. I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
6. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
7. V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.