პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მომსახურეობა
სკოლა VIII-XI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კონსულტაციებს. აღნიშნული მომსახურეობა წარმოადგენს ნებაყოფლობით, მოსწავლეთა მხარდამჭერ ღონისძიებას. მომსახურეობის ფარგლებში სკოლის კარიერული დაგეგმვის კონსულტანტის მიერ ხდება იმ მოსწავლეებთან კარიერულ პორტფოლიოზე მუშაობა, რომლებიც გეგმავენ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ. სკოლის კონსულტანტი მოსწავლეებს არეგისტრირებს საერთაშორისო პორტალზე, სადაც განთავსდება დაინტერესებული მოსწავლის პორტფოლიო. პორტფოლიოში მოსწავლე ეტაპობრივად ტვირთავს თავისი აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. სკოლის კონსულტანტი მოსწავლეებს ეხმარება ისეთი აქტივობების დაგეგმვაში, რაც შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის მისაღები ჰოლისტური შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება.
საშაბათო სკოლისა და დამატებითი გაკვეთილების განრიგი
(SAT, YÖS და ინგლისური მათემატიკის გაკვეთილები)
ორშაბათი | სამშაბათი | ოთხშაბათი | ხუთშაბათი | პარასკევი | შაბათი | |
14:00 | X კლასი SAT | |||||
14:30 | ||||||
15:00 | VIII ბ კლასი ინგლისური მათემატიკა | IX კლასი ინგლისური მათემატიკა | ||||
15:30 | YÖS-ის გაკვეთილი | YÖS-ის გაკვეთილი | VIII ა კლასი ინგლისური მათემატიკა | |||
16:00 | ||||||
16:30 | ||||||
17:00 | ||||||
20:00 | XI კლასი SAT (ZOOM) | X კლასი SAT (ZOOM) | XI კლასი SAT (ZOOM) | |||
20:30 | ||||||
21:00 | ||||||
21:30 |