საგნობრივი კათედრები

1.სკოლამ შესაძლოა საგნობრივი კათედრები შექმნას არსებული საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, ან მათი გაერთიანებით ან/და დამატებით შექმნას კათედრების მისთვის სასურველი რაოდენობა, მაგალითად დაწყებითი საფეხურის კათედრა.

2023/24 სასწავლო წელს შპს „ქართულ გერმანულ სკოლა სხივში“ მოქმედებს შემდეგი კათედრები

  • ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
  • უცხოური ენების კათედრა
  • დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა
  • მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა კათედრა
  1. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;

თ) საგნობრივი კურიკულუმებისა და თემატური მატრიცების განხილვა.

  1. კათედრების მოწყობა:

ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით;

ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.

  1. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ., გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);

გ) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

  1. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

კათედრები

ქართული ენისა და  საზოგადოებრივი მეცნიერებების  კათედრა.

კათედრა აერთიანებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საქართველოს ისტორიის; გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლება, მოქალაქეობის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების საგნის მასწავლებლებს.

 

უცხოური ენების კათედრა. კათედრა.

კათედრა აერთიანებს ინგლისური ენის, თურქული ენის, გერმანული ენისა და რუსული ენის მასწავლებლებს.

 

დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა.

 კათედრა აერთიანებს დაწყებითი (I -IV  ) კლასის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების,  სპორტის და მუსიკისა მასწავლებლებს.

 

მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და  საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა.

კათედრა აერთიანებს მათემატიკის და ისტ-ის, ჭადრაკის, ბუნებისმეტყველების, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნის მასწავლებლებს.