კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) პირველ კლასში ჩასარიცხად:
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1.1. ფოტოსურათი 3X4;
1.2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი;
1.3. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
1.4. ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
1.5. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში(ასეთის არსებობის შემთხვევაში));
1.6. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
1.7. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
1.8. სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

დაწყებითისაბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასშიმოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა

1. სრულწლოვანი მოსწავლის, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულწლოვანი მოსწავლის ან/და არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.

3. იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტირომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებასრომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას.
31. 
სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად ამ ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გარდა საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებულიშესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში  მულტიდისციპლინური გუნდიგადაწყვეტილებარომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევარის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა.